პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ რჩება | რომანო

პეპ გუადიოლა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მისივე თქმით, ესპანელმა სპეციალისტმა და მისმა სტაფმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე თანხმობა მისცა და ოფიციალური დოკუმენტებიც უკვე მზადაა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტისთან“ პეპ გუარდიოლას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმაზე, რომ „სიტიდან“ წასვლის შემდეგ გუარდიოლა ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ამ თანამდებობაზე ოფიციალურად ტომას ტუხელი წარადგინეს.

აქვე გეტყვით, რომ გუარდიოლა „სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. „ქალაქელებთან“ ერთად მან 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის თასი, 4-ჯერ ლიგის თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი, თითო ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა სელესაოში? | რას ამბობენ ბრაზილიაში
გუარდიოლა სელესაოში? | რას ამბობენ ბრაზილიაში