ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიას პარადოქსი | რას წერს Gazzetta ქართველ ფეხბურთელზე

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. „ნაპოლი“ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხზე, საერთო ენას ვერ პოულობენ და შექმნილ ვითარებას ავტორიტეტული La Gazzetta dello Sport-ი გამოეხმაურა.

„ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავია, მაგრამ კვლავინდებურად, ნაპოლის ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. კვარა პარტენოპეის სიმბოლოა, თუმცა, მისი ყოველწლიური ხელფასი 1.8 მილიონს ძლივს აღწევს. გეღიმება, როცა ამის ფონზე, ხედავ რა ხდება ევროპაში და როგორი ანაზღაურება აქვს ძალიან ბევრ ფეხბურთელს, რომლებიც ქართველზე გაცილებით ნაკლები ნიჭის მქონენი არიან“, - წერს იტალიური გამოცემა.

La Gazzetta dello Sport-ი დასძენს, რომ მხარეებს შორის სამი პრობლემაა წარმოქმნილი. პირველი ხელფასის საკითხია, რასაც ემატება გამოსასყიდი თანხის ოდენობა. გარდა ამისა, „ნაპოლის“ სურს, ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ „კვარას“ მომდევნო კლუბმა მისი გასხვისება გადაწყვიტა, „პარტენოპეის“ გარკვეული პროცენტი უნდა დაუთმოს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, კვარაცხელიას ორ ევროპულ გრანდს უკავშირებენ. ფრანგული და ესპანური გამოცემების მიხედვით, მისი გადაბირებით „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯონსი P4P რეიტინგის განახლებას გამოეხმაურა | პერეირა თვლის, რომ ბოუნსი პირველია
ჯონსი P4P რეიტინგის განახლებას გამოეხმაურა | პერეირა თვლის, რომ ბოუნსი პირველია