რამაზ სვანაძე, ნოდარ ლომინაძე, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

სინანულის ცრემლები სიხარულის ცრემლებმა შეცვალა | პენალტების სერიის შეფასებები

ხორვატიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ ლომინაძემ 2023 წელს თბილისში გამართული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიხსენა, როცა მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ნოდარ ლომინაძე ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ: „სინანულის ცრემლები სიხარულის ცრემლებმა შეცვალა. პენალტების სერია ხორვატიასთანაც ცუდად დაიწყო, თუმცა მთავარია რომ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ. ევროპაზე გავედით და წინ ბევრი კარგი მომენტი გველოდება’’.

2023 წელს ისრაელთან მარცხის შემდეგ ლომინაძემ Instagram-ში თავის გვერდზე დაწერა: ხანდახან დგება პერიოდი, რომელიც გადასალახია, დღეს ზუსტად ეს დღეა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს ძალიან გრძელი და მტკივნეული დღე, ყველაფერ ცუდს კარგი მოსდევს''.

ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისრაელთან პენალტების სერია რამაზ სვანაძემაც გაიხსენა: „შემთხვევითი არაა, რომ პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვქონდა. ზოგადად ასეთია ასაკობრივი ნაკრების სპეციფიკა, თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. წინ ევროპის ჩემპიონატია და ყველას გეპატიჟებით’’.

გამარჯვების შემდეგ ვასილიოს გორდეზიანმა გვითხრა, რომ გუნდი პენალტებისთვის მომზადებული იყო: „პენალტებისთვის მზად ვიყავით, გუშინ ვარჯიშზე პენალტები დავარტყით და ვნახეთ ვის უნდა შეესრულებინა პენალტები. დღეს ვნახეთ, ვინც გაიტანა. დიდი მადლობა, ბედნიერები ვართ''.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორიაში პირველად, შესარჩევი ციკლის გავლით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ეს სვანაძისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი იქნება, 2023 წელს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს და მაშინ ასევე ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ, საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოვხვდით და 1/4-ფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წელს სლოვაკეთში 11-28 ივნისს გაიმართება.

დიმა შარიქაძე რიეკადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„წარმატებას ერთიანობით მივაღწიეთ“ | რა თქვეს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა
„წარმატებას ერთიანობით მივაღწიეთ“ | რა თქვეს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა