ჯამალ მიურეი, რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

უესტბრუკის ისტორიული შედეგი | პირველი კალათბურთელი 200 სამმაგი დუბლით

„დენვერ ნაგეთსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გამთენიისას, კოლორადოელები „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდნენ და, ნიკოლა იოკიჩის არ ყოფნის მიუხედავად, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს 122:110.

„დენვერის“ მაისურით ისტორიული შეხვედრა ჩაატარა რასელ უესტბრუკმა. „ბროდიმ“ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და სამმაგი დუბლი მიითვალა - 12 ქულა, 10 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. უესტბრუკმა ტრიპლ-დაბლი კარიერაში მეორასედ გააკეთა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მსგავსი შედეგი დაუფიქსირებია.

„ბროდის“ გარდა, „დენვერის“ რიგებში ჯამალ მიურეი გამოირჩა - 27 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა. მაიკლ პორტერ ჯუნიორს 24 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. „მემფისის“ რიგებში ყველაზე მეტი, 28 ქულა სანტი ალდამამ ჩააგდო. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 19 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა.

ცნობისთვის, „დენვერს“ 8 მოგება და 5 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „ნაგეთსი“ მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს და „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია
სანიოლი: მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია