ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მესის მორიგი რეკორდი | არგენტინამ პერუ დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-12 ტურში არგენტინამ ბუენოს-აირესში, „ბომბონერაზე“ პერუს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ლიონელ მესის პასით ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს საგოლე პასი მესისთვის საერთაშორისო დონეზე 58-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან ყველა დროის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ამერიკელ ლენდონ დონოვანს ეკუთვნის.

ცნობისთვის, გუშინდელი მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგა გოლის ავტორის, ლაუტაროსთვისაც. „ინტერის“ ფორვარდმა ნაკრების მაისურით 32-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ალბისელესტეს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია.

მეოთხე ადგილზე 35 გოლით ერნან კრესპოა, TOP3 კი ასე გამოიყურება: ლიონელ მესი (112 გოლი), გაბრიელ ბატისტუტა (54) და სერხიო აგუერო (42).

12 ტურის შემდეგ არგენტინა 25 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. მას მოჰყვება ურუგვაი (20), ეკვადორი (19) და კოლუმბია (19). მომდევნო სანაკრებო მატჩები სამხრეთ ამერიკაში 2025 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთი ხუთჯერ უნდა მოეგო“ - ბუფონი ნეიმარზე
„ოქროს ბურთი ხუთჯერ უნდა მოეგო“ - ბუფონი ნეიმარზე