ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, დონოვან მიჩელი
Aa
Aa

კლივლენდის პირველი წაგება | კავსი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

„კლივლენდ კავალიერსი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველად დამარცხდა. გამთენიისას, დონოვან მიჩელი და კომპანია მოქმედ ჩემპიონს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 117:120 წააგეს.

„ბოსტონმა“ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა. „კლივლენდმა“ ბოლომდე იბრძოლა და მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

„სელტიქსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ჯეისონ ტეიტუმი - 33 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა. ალ ჰორფორდმა 20 ქულა დააგროვა, ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე კი 17 ქულა იყო. „კლივლენდს“ დონოვან მიჩელმა ულიდერა - 35 ქულა, 8 მოხსნა. ევან მობლის 22 ქულა, 11 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა, კრე პორტერმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „კლივლენდს“ აქამდე ზედიზედ 15 მატჩი ჰქონდა მოგებული, „ბოსტონმა“ კი მე-15 თამაშიდან მე-12 მოიგო. „კავსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველია, „სელტიქსი“ - მეორე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია
სანიოლი: მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია