ნიუკასლი, თემურ ქეცბაია, ვახტანგ სალია
Aa
Aa

„იქ სამი საუკეთესო წელი გავატარე“ - ქეცბაია ნიუკასლსა და ვახო სალიაზე

საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, რომელსაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი „ნიუკასლში“ ჰქონდა, ვახტანგ სალიაზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში „კაჭკაჭებს“ შეუერთდება.

რა თქვა ქეცბაიამ:

„ნიუკალსში სამი წელი გავატარე და ეს ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, საუკეთესო წლები იყო. ეს ჩემი ფავორიტი კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი მქონდა. ვიცი, როგორი გულმხურვალე გულშემატკივრები ჰყავს „ნიუკასლს“, ეს გამორჩეული კლუბია.

ახლა ასეთივე შესაძლებლობა კიდევ ერთ ქართველს ექნება. ეს ძალიან კარგია ქართული ფეხბურთისთვის. თუ იმით ვიმსჯელებთ, რასაც ვხედავ და მესმის, სალია პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია. მე „ნიუკასლში“ თამაშის შესაძლებლობა 29 წლის ასაკში მომეცა, ის კი ამას 17-18 წლის ასაკში შეძლებს. მას მთელი კარიერა წინ აქვს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის მიწურულს „ნიუკასლმა“ ვახტანგ სალიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ახალგაზრდა ქართველი „დინამოში“ ზაფხულამდე დარჩება, შემდეგ კი „კაჭკაჭებს“ შეუერთდება.

აქვე გეტყვით, რომ სალია „დინამოს“ მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 26 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წამყვან ევროპულ ლიგაში იჯარით გაშვება სურთ - iNews ნიუკასლსა და სალიაზე
წამყვან ევროპულ ლიგაში იჯარით გაშვება სურთ - iNews ნიუკასლსა და სალიაზე