სანიოლი: მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია
ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა.
რა თქვა სანიოლმა:
„მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა, როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, შემდეგ თამაშის შემოტრიალება რთულია“.
„პირველი 20-30 წუთი საშინლად დავიწყეთ და სწრაფი ცვლილები იყო საჭირო. საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ახლო წარსულის წარმატებებმა და ერთა ლიგის კარგმა დასაწყისმა დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა დაფიქრება, შეცვლა და ისევ წინსვლა მოგვიწევს.
„წაგების მიუხედავად, ვფიქრობ, კარგია, რომ ბოლო ოთხ მატჩში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. დღესაც ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტად უნდა ვიმუშაოთ შეტევაზეც და დაცვაზეც, რადგან ასეთ დონეზე თამაშისას წვრილმანებზეც უნდა ვიფიქროთ“.
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი, B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი არიან.
წყარო: 1tv.ge