ქოჩორაშვილი: “სტადიონიდან თავაწეულები გამოვედით“
მიმდინარე წლის ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.
ქოჩორაშვილი:
„გულდაწყვეტილი, მაგრამ ამაყი ვარ ჩემი გუნდელებით და იმ მაყურებლით, ვინც აქ ჩამოვიდა. ასევე იმ ადამიანებით, რომლებიც ტელევიზორში უყურებდნენ. მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. პირველი ტაიმით ყველა უკმაყოფილო ვართ. მეორე ტაიმის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ დრო დაგვაკლდა.
სტადიონიდან თავაწეულები გამოვედით. ვეცდებით, შემდეგ თამაშებში ბევრად მაღალ დონეზე დავბრუნდეთ. მინდა 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ძალა ჩვენშია!
ფეხბურთი ასეთია - არის მომენტები, როცა ძალიან მაღალ დონეზე ხარ, გოლიც გაგაქვს, ყველაფერს ძალიან მაგრად აკეთებ, მაგრამ არის მომენტები, როცა ძირს ეცემი და რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდა, თუმცა მენტალური სიძლიერე ჩემთვის ის არ არის, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, არამედ, როცა მოვა რთული დრო, არასდროს დანებდე, ფეხზე წამოდგე და კიდევ სცადო! ვფიქრობ, მე და საქართველოს ნაკრები ასეთები ვართ. დიდი გული გვაქვს, ძალა ჩვენშია!“
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი, B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი არიან.
წყარო - პირველი არხი