ივიცა ოლიჩი
Aa
Aa

ოლიჩი: ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩვენმა გუნდმა ხორვატია დაძაბულ მატჩში დაამარცხა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

მატჩის შემდეგ, ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა, ივიცა ოლიჩმა პრესკონფერენციაზე საკუთარი და მეტოქე გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქვა ოლიჩმა:

„რა თქმა უნდა, ასეთი დრამის შემდეგ, რთულია რამე ჭკვიანურის თქმა, თუმცა ის, რასაც ვუყურებდით, გვაფიქრებინებს, რომ ვიყავით გუნდი, რომელიც მომენტებს ქმნიდა. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, საქართველო ცდილობდა კონტრშეტევები გამოეყენებინა. ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. მეორე გოლი ბავშვური შეცდომა იყო. მეტოქემ კი არ გვაჯობა, ჩვენ დავუშვით შეცდომა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ”.

„ჩვენ ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ამ მოკლე დროში მე კმაყოფილი ვარ - ჩემი გუნდი ბრწყინვალედ ვარჯიშობდა და თამაშობდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, შესარჩევი ეტაპის გავლით, ითამაშებს.

ტურნირი სლოვაკეთში, 11-დან 28 ივლისამდე გაიმართება. ჩემპიონატის წილისყრას, 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი - ბრატისლავა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაინც გაიმარჯვეს“ - რას წერს უეფას ვებგვერდი ქართველ 21-წლამდელებზე
„მაინც გაიმარჯვეს“ - რას წერს უეფას ვებგვერდი ქართველ 21-წლამდელებზე