რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„მაინც გაიმარჯვეს“ - რას წერს უეფას ვებგვერდი ქართველ 21-წლამდელებზე

უეფას ოფიციალური ვებგვერდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევის პლეიოფში საქართველოსა და ხორვატიის 21-წლამდელების მატჩს ეხმიანება, რომელიც პენალტების სერიაში რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

რას წერს უეფას ვებგვერდი:

„პლეი-ოფის საპასუხო მატჩში სამი გოლის გაშვების შემდეგ პენალტების სერიაში საქართველოს მარცხისგან ხორვატების ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, თუმცა მათ მაინც გაიმარჯვეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა ან პლეი-ოფში მოხვდა, თუმცა მათ უკვე ნათამაშები აქვთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2023 წელს, როგორც ტურნირის თანამასპინძლებს. მაშინ საქართველომ ჯგუფში პორტუგალიას, ნიდერლანდებსა და ბელგიას აჯობა, შემდეგ კი პენალტების სერიაში ისრაელთან დამარცხდა - ამ მატჩს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო (44 338)“.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოგებული პირველი მატჩის შემდეგ (1:0) საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართულ განმეორებით მატჩში 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია დაინიშნა.

პირველი პენალტი ირაკლი აზაროვმა გააცუდა, თუმცა ლუკა ხარატიშვილმა ხორვატების ორი დარტყმა მოიგერია და რამაზ სვანაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცივი შხაპი - ახალგაზრდული ნაკრები ევროზე არ წავა | ხორვატიული მედია
ცივი შხაპი - ახალგაზრდული ნაკრები ევროზე არ წავა | ხორვატიული მედია