“დღეს მოგება ძალიან მინდოდა“ - მიქაუტაძის მატჩისშემდგომი კომენტარი
მიმდინარე წლის ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.
მიქაუტაძე:
„რა დაგვაკლდა? პირველი ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. ორი გოლი ძალიან ადვილად გავუშვით. 3 გოლის გატანა ძნელია. ერთი გავიტანეთ, მაგრამ არ გვეყო. რა თქმა უნდა, შანსი გვექნება..
ბევრი უნდა ვივარჯიშოთ და გამოგვივა ის, რაც გვინდა. ძნელი იქნება, მაგრამ დაუღალავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. დღეს მოგება ძალიან მინდოდა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. გოლი გავიტანე, მაგრამ ამაზე მეტად მოგება მინდოდა.“
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ ჯვაროსნების რიგებში მე-16 გოლი გაიტანა და ამ შედეგით ალექსანდრე იაშვილს გადაასწრო. ჟორჟი ახლა ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილს იკავებს.
წყარო - პირველი არხი