ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„შურისძიება თბილისური მატჩისთვის“ - რას წერს ჩეხური მედია

ჩეხური სპორტული მედია ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ მოგებულ მატჩს ეხმიანება. როგორც გამოცემა Sport-ი სტატიაში სახელწოდებით „სწრაფი გოლი, შურისძიება და დაწინაურება“ წერს, „ოლომოუცის მისია წარმატებული აღმოჩნდა - ჩეხეთის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა“.

რას წერს ჩეხური გამოცემა:

„გამარჯვება, რომელსაც მატჩის მიწურულს ჩეხეთის ნაკრები ასეთი თავგანწირვით იცავდა, კიდევ უფრო ტკბილია იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო შურისძიება სექტემბერში თბილისში გამანადგურებელი ანგარიშით განცდილი მარცხისთვის (1:4).

ჩეხეთმა ჯგუფი 11 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა - ერთადერთი მარცხი სწორედ თბილისში, სექტემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ ივან ჰაშეკის გუნდმა 3 მოგება და 2 ფრე მიითვალა და დამსახურებულად ბრუნდება ერთა ლიგის A დივიზიონში.

გარდა ამისა, ჯგუფში პირველი ადგილი იმასაც ნიშნავს, რომ 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრისას, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, ჩეხეთს უფრო ხელსაყრელი პოზიციები ექნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ტურში ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. პაველ შულცისა და ადამ ჰლოჟეკის გოლებს „ჯვაროსნებმა“ გიორგი მიქაუტაძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები არიან კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება