Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
მიმდინარე წლის ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველო ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ჯვაროსნებმა ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
მამარდაშვილი(7.3), გველესიანი(6.3), კაშია(6.9), დვალი(6.4), კაკაბაძე(7.0), ჩაკვეტაძე(6.8), კიტეიშვილი(6.9), ქოჩორაშვილი(6.7), ლოჩოშვილი(6.9), კვარაცხელია(7.3), მიქაუტაძე(6.9), გოჩოლეიშვილი(7.0), ლობჟანიძე(6.5), ზივზივაძე(6.8), მექვაბიშვილი(6.6), დავითაშვილი(6.4).
ცნობისთვის, ვილი სანიოლის გუნდი, B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი არიან.