გიორგი მიქაუტაძე,
Aa
Aa

დასანანი მარცხი | საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ტურში ჩეხეთს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ქალაქ ოლომოუცის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა სწრაფი გოლი იხილეს - მესამე წუთზე იან კლიმენტის პასით ანგარიში პაველ შულცმა გახსნა.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ეფექტურად ადამ ჰლოჟეკმა შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

პირველივე ტაიმში ვილი სანიოლმა თავისი გუნდის თამაშში კორექტივები შეიტანა: 36-ე წუთზე გიორგი გველესიანის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ერთი ბურთი გაქვითა - მე-60 წუთზე ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ ზუსტად გიორგი მიქაუტაძემ დაარტყა. მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

პარალელურად გამართულ მატჩში უკრაინამ გასვლაზე ალბანეთი 2:1 დაამარცხა. ამგვარად, ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. A დივიზიონის საგზური ჩეხებმა მოიპოვეს (11 ქულა), ხოლო უკრაინა (8 ქულა) A დივიზიონში მოსახვედრად პლეიოფში ითამაშებს. მეოთხე ადგილზე ასევე 7 ქულით ალბანეთის ნაკრებია, რომელიც ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში C დივიზიონში იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩეხეთს 2026 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსიც ექნება.

ვილი სანიოლის გუნდი B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან ერთ-ერთს შეხვდება - მატჩები 2025 წლის 20 და 23 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები არიან კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი და სლოვაკეთი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ესტონეთთან | 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდშია
ფრე ესტონეთთან | 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდშია