ისტორია დაიწერა - U 21 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართა და დაძაბულ მატჩში გაიმარჯვა.
ისტორიაში პირველად, შესარჩევი ეტაპის გავლით, ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მე-11 წუთზე პირველი გოლი მეტოქე გუნდიდან დიონ ბელიომ გაიტანა, ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიში 28-ე წუთზე, ლუკა გაგნიძის ლამაზი გოლით გაათანაბრა.
63-ე წუთზე, ხორვატებმა პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც კვლავ დიონ ბელიომ შეასრულა, ჩვენმა გუნდა წონასწორობა 78-ე წუთზე აღადგინა - გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა.
90-ე წუთზე მარინ სოტიჩეკმა ხორვატების უპირატესობა 3-მდე გაზარდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
დამატებით დროში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და მატჩის ბედი საბოლოოდ, პენალტების სერიამ გადაწყვიტა და ჩვენი გამარჯვებით 6:7 დასრულდა. ლუკა ხარატიშვილმა ორი ურთულესი დარტყმის მოგერიება შეძლო.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფის პირველი შეხვედრა 15 ნოემბერს გამართა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.