ლაშა ფირცხალაიშვილი, საბა სამუშია
Aa
Aa

ფრე ესტონეთთან | 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდშია

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში სტუმრად ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რამაც ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს ელიტ რაუნდის საგზური მოუტანა.

ანგარიში მე-17 წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით მაქსიმ კალიმულინმა გახსნა, მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრების საჯარიმოში წესები გიორგი ნიკოლაიშვილმა დაარღვია. 41-ე წუთზე საბა სამუშიას აქტიურობის შემდეგ ოსკარ პიჰელამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა.

პარალელურად გამართლ მატჩში ნორვეგიამ სტუმრად შვედეთი დაამარცხა. სამი ტურის შემდეგ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა 4 ქულა დააგროვა და ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

13 ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები, ისევე როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გაზაფხულზე ელიტ რაუნდს ითამაშებენ. გუნდები 7 ჯგუფში გადანაწილდებიან, საიდანაც თითო საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც რუმინეთში 2025 წლის 13-26 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგიერთი იდიოტი თვლის, რომ ვარსკვლავური გუნდი გვყავს“ - უკრაინელი ექსპერტი
„ზოგიერთი იდიოტი თვლის, რომ ვარსკვლავური გუნდი გვყავს“ - უკრაინელი ექსპერტი