„ხვიჩასთან შევთანხმდით, რომ...“ - რას ამბობს ჯოვანი მანა
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ რომში მიმდინარე სოციალური ფეხბურთის სამიტზე სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს.
მისი განმარტებით, სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და ამიტომაც, ყველაფრისთვის მზადყოფნაა საჭირო.
„რაც შეეხება ხვიჩასთვის კონტრაქტის გაფორმებას, ჩვენ გვინდა, რომ „ნაპოლიში“ მისი წვლილი დავაფასოთ. მას ჯერ კიდევ 2 წელი აკავშირებს ჩვენთან. ყველა პუნქტზე უნდა შევთანხმდეთ. ამაზე უკვე ვისაუბრეთ და თუ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ამ საკითხს სეზონის ბოლოს მივუბრუნდებით. ფეხბურთელთან შევთანხმდით, რომ მთავარი ყურადღება მოედნისკენ იყოს მიმართული“, - განაცხადა მანამ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და „რომას“ დაუპირისპირდება.