ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიმ იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რაც...“ - რას ამბობს იტალიელი ექსპერტი

იტალიელმა ექსპერტმა, დარიო კანოვიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ქართველ ფეხბურთელს ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და თუ ის წასვლას მოინდომებს, ყოველთვის „ნაპოლი“ თანხმობაა აუცილებელი.

კვარა ან გააგრძელებს კონტრაქტს ან უმჯობესია დაფიქრდეს წასვლაზე მომგებიანი პირობებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაპოლიმ“ იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რაც ოსიმენის შემთხვევაში დაუშვა“, - აღნიშნა კანოვიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და „რომას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino კვარას კონტრაქტზე: დე ლაურენტისი დაიღალა
Il Mattino კვარას კონტრაქტზე: დე ლაურენტისი დაიღალა