მიოჩიჩი: მადლობა ჩემს მეტოქეებს, მე ყველა თქვენგანისგან ვსწავლობდი
UFC 309-ზე მორიგი გამორჩეული ბრძოლა გაიმართა. ლეგენდარული ჯონ ჯონსი სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდა და ნოკაუტით დაამარცხა.
ჩხუბის დასრულების შემდეგ, წარმოშობით ხორვატმა მიოჩიჩმა თქვა, რომ კარიერას ასრულებს.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამჯერად ცნობილმა მებრძოლა Intsagram-ზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
რას წერს მიოჩიჩი:
„კარგად ვარ, უარესიც ყოფილა. იმედი მაქვს, კვირის შოუ მოგეწონათ. რა საოცარი გზაა. მე დავიწყე ტურნირებიდან ბოულინგ კლუბებში და დავასრულე „მედისონ სქვერ გარდენზე“. ზოგჯერ ქარი შენკენ არ უბერავს, ასეთია ბუნება. შეუძლებელია დაგეგმო იდეალური ფინალი ამ სპორტში - მე ვამაყობ ყველა თქვენგანით, განსაკუთრებით ხორვატით და კლივლენდით“.
„მადლობა ჩემს გუნდს, ჩვენ ერთად დავიწყეთ და ერთად დავასრულეთ. მადლობა ჩემს მეტოქეებს, მე ყველა თქვენგანისგან ვსწავლობდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, თქვენთან ომი, ძმებო“.
„მე არსად არ მივდივარ. მოუთმენლად ველოდები ახალ პროექტებს, პოდკასტის განახლებას, ჩემი ჩხუბების განხილვას“.
View this post on Instagram