ლიანა ჯოჯუა
Aa
Aa

„დეკემბერში თბილისში ვიჩხუბებ“ | ლიანა ჯოჯუა MMA-ში ბრუნდება

ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც დებიუტი ჰქონდა MMA-ის ქართველ მებრძოლს, ლიანა ჯოჯუას.

ყაზახურ მედიასთან ინტერვიუში ლიანამ MMA-ში დაგეგმილ მომდევნო ბრძოლაზე და სხვა ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა.

„დეკემბერში ვბრუნდები ოქტაგონზე. ორი წლის განმავლობაში არ მიჩხუბია, ტრავმა მქონდა, თვალზე ოპერაცია გადავიტანე. ახლა შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ დეკემბერში თბილისში ვიჩხუბებ. მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვიცი თარიღი - 14 დეკემბერი.

სამბოსთან შეხება პირველად მქონდა, სამბისტებთან ერთად გავემგზავრე შეკრებაზე, მათთან ერთად ვემზადებოდი, საქართველოში სამბოს სერიოზული ყურადღება ეთმობა. მერაბ დვალიშვილსაც აქვს მოსინჯული ძალები სამბოში, მთლიანობაში კარგი სახეობაა, თუმცა კიმონოთი ჩხუბი არ მომეწონა.

ილია თოფურიას წარმატება? ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ამიტომ როდესაც რომელიმე სპორტსმენი წარმატებას აღწევს, იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, MMA თუ სხვა, ხალხს ძალიან უხარია ეს წარმატება. როდესაც ილია ან მერაბი ჩხუბობს, მათ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს. ილია ჩვენი ჩემპიონია და ის ძალიან გვიყვარს“.

ლიანა ჯოჯუას ანგარიშზე 14 ორთაბრძოლაა, აქედან 8 გამარჯვება და 6 მარცხი. 2019-2021 წლებში ჯოჯუა UFC-ში ჩხუბობდა, სადაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა.

ბოლო ბრძოლა მან 2022 წელს ARES Fighting Championship-ში, დარია ჟელეზნიაკოვას წინააღმდეგ გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა