ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„სხვებთან ეს უპირატესობა ჰქონდა, ჩემთან არ ექნება“ | ტომ ასპინალი ჯონ ჯონსზე

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა ჯონ ჯონსთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. ასპინალს სჯერა, რომ მოქმედ ჩემპიონს მასთან ორთაბრძოლის გამართვა უნდა და „ბოუნსი“ კარგად ხედავს, სოციალურ ქსელებში მასზე რას წერენ.„

„ჯონ ჯონსმა იცის, რომ 42 წლის სტიპე მიოჩიჩი არ ვარ და ზუსტად ხვდება, რასთან მოუწევს გამკლავება. სტიპესთან ჩხუბისას ყველაფერი ვნახე, რაც საჭირო იყო, განსაკუთრებით პირველ რაუნდში, რომელშიც გამოჩნდა, რომ ჯონსი ძალიან შენელებულია. მისთვის უაღრესად სახიფათო მეტოქე ვარ და სწორედ ამიტომ, ვეთანხმები ჯონს, რომ მან სათანადო კომპენსაცია უნდა მიიღოს. კარიერის ამ ეტაპზე, მისთვის ყველაზე სახიფათო ოპონენტი ვარ და ეს მშვენივრად მოეხსენება. სწორედ ამიტომ ითხოვს ფულს.

სტილისტურად თუ ავიღებთ, ალექს პერეირა მისთვის უფრო მარტივი მეტოქეა. პერეირასთან იოლი ჩხუბი არ ელოდება, რადგან პოატანი ძალიან სახიფათოა, მაგრამ ალბათ, პერსპექტივაში ჰგონია, რომ ალექსს შედარებით მარტივად დაამარცხებს.

სიმართლე გითხრათ, ჯონსის ფანი ვარ და მისი ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ მეტოქეთა ძველი ჩხუბების ვიდეოანალიზს იდეალურად აკეთებს. მას უყვარს, როცა მოწინააღმდეგეებს ბოლომდე სწავლობს, მაგრამ ჩემთან ამის გაკეთების შანსი არ აქვს, რადგან UFC-ში ჩემი ორთაბრძოლები საშუალოდ მხოლოდ 2 წუთსა და 10 წამს გრძელდება, რაც სარეკორდოდ მცირე დროა და საჭირო ოდენობის მასალა არ ექნება. გამომდინარე აქედან, მისთვის ტომ ასპინალი, როგორც მეტოქე, ძალიან დიდი გამოცანაა.

ვფიქრობ, ჯონსს ჩემთან ჩხუბი უნდა. გიგანტური ეგო აქვს და ეზიზღება, როცა ხალხი ამბობს, რომ მისი დამარცხება შემიძლია. ამის გამო, ღამეები არ სძინავს. აცხადებს, რომ არ ვაინტერესებ, მაგრამ ასე არაა. გულის სიღრმეში ხვდება, რომ ჩემთან ჩხუბი უნდა“.

სხვათა შორის, UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „ბოუნსის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ასპინალი უნდა იყოს და ეს ორთაბრძოლა ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა
დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა