გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან | მარსელი მიქაუტაძეზე ფიქრობს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს. ფრანგული პრესის ინფორმაციით, არის შანსი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ლიონი“ რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს და შესაძლოა, ერთ-ერთი მიქაუტაძე იყოს.

La Tribune Olympienne-ის მიხედვით, „ლიონში“ განვითარებულ მოვლენებს „მარსელი“ აკვირდება და შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელის გადაყვანა სცადოს. „მარსელს“ მიქაუტაძეს „ლიონში“ გადასვლამდეც უკავშირებდნენ, მაგრამ „სტად ველოდრომის“ ბინადრებს კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

La Tribune Olympienne-ი „მარსელთან“ დაახლოებული გამოცემაა და კლუბის სპორტული დირექტორი, მედჰი ბენატია და პრეზიდენტი, პაბლო ლონგორია „ლიონის“ ამბებს თვალს დიდი ყურადღების ადევნებენ. ფრანგული გრანდი არ ჩქარობს და გამორიცხულია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, რაიმე მოიმოქმედოს.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა ლიგა 1-ის 11 შეხვედრაში აქვს მიღებული, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 456 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის სუპერ მატჩი | 17 ქულა, ორმაგი დუბლი და 1 გაფუჭებული სროლა
ბითაძის სუპერ მატჩი | 17 ქულა, ორმაგი დუბლი და 1 გაფუჭებული სროლა