დენა უაითი გაბრაზებულია | UFC-ის P4P რეიტინგი განახლდა და ჯონ ჯონსი პირველი არაა
UFC 309-ის შემდეგ, რომლის მთავარი მოვლენაც ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის საჩემპიონო ჩხუბი გახლდათ, საბრძოლო ორგანიზაციის Pound for Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგი განახლდა. „ბოუნსმა“ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Pound for Pound რეიტინგს კვლავინდებურად ისლამ მახაჩევი ლიდერობს. ჯონსმა ალექს პერეირას გადაუსწრო, რომელმაც მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ილია თოფურია მეოთხე გახლავთ. ბელალ მუჰამედი - მეხუთე, დრიკუს დუ პლესი - მეექვსე, მერაბ დვალიშვილი - მეშვიდე. რეიტინგში დაბრუნდა ჩარლზ ოლივეირა, რომელმაც მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ, მე-15 ადგილი დაისაკუთრა და ისრაელ ადესანია ჩამოიტოვა.
????The updated pound-for-pound rankings show that Jon Jones moved up by only one spot, with Islam Makhachev still holding the number-one position after #ufc309.
— MMA.PROS.PICK (@MMAPROSPICK) November 19, 2024
Charles Oliveira is back in the rankings, with Israel Adesanya out of the rankings
via: @danawhite / #UFC #MMA pic.twitter.com/ABmVzNq55H
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ ჯონსი პირველ ადგილზე არ გადაიყვანეს და ლიდერობა კვლავინდებურად მახაჩევს დარჩა. უაითმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ეს ჯამბაზები უნდა მოვიშორო (Pound for pound რეიტინგს ადგენს სპეციალური პანელი, რომელიც ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული). მარკ ცუკერბერგ, მოდი, ხელოვნური ინტელექტის გარიგება რაც შეიძლება სწრაფად მივიყვანოთ ბოლომდე“.
შეგახსენებთ, რომ ჯონსმა სტიპე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. უაითის თქმით, „ბოუნსის“ მომდევნო მეტოქე ტომ ასპინალი იქნება.