ალდერვაირელდი: “მეგონა ვკვდებოდი და შვილებს ვეღარასდროს ვნახავდი“
ტობი ალდერვაირელდმა სანაკრებო კარიერა 2023 წლის მარტში დაასრულა. ამის მიზეზი დღემდე ცნობილი არ იყო, თუმცა ბელგიელმა უკანახაზელმა მშობლიურ მედიასთან საკმაოდ საინტერესო ისტორია მოყვა.
ალდერვაირელდი:
„უნიონთან სათასო მატჩის წაგების შემდეგ, ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი. იმ ღამეს ვერ დავიძინე და დილით კლუბში წავედი. კოფეინის აბი დავლიე, რადგან ყავა არ მიყვარს.
მანქანით გადაადგილებისას, ჩემმა გულმა საშინელი სისწრაფით დაიწყო ცემა. ალბათ 1000 საათის სიხშირით. ვიფიქრე, რომ გულის შეტევა მქონდა. შემეშინდა, მეგონა შვილებს ვეღარასდროს ვნახავდი. იქვე ახლოს ავეჯის მაღაზიასთან გავჩერდი და 911-ზე დარეკვა ვითხოვე.
აღმოჩნდა, რომ დაგროვებულმა სტრესმა გული ამიჩქარა. ამან კი პანიკის შეტევა გამოიწვია, რამაც გულის კიდევ უფრო მეტად აჩქარებას შეუწყო ხელი. მართლა მეგონა, რომ ვკვდებოდი. უამრავი გამოკვლევა ჩავიტარე და ყველაფერი რიგზე იყო. საბოლოო ჯამში ცუდად გახდომის მიზეზი სტრესი იყო.
სწორედ ეს გახდა ეროვნული ნაკრების დატოვების მიზეზი. ბელგიის ნაკრებთან უამრავი საოცარი მოგონება მაქვს, მაგრამ სტრესიც ბევრი იყო. ამდენის გაძლება აღარ შემეძლო. 5 დიდ ტურნირზე ვითამაშე და ვფიქრობ, ჩემი თავი ამოვწურე.“
შეგახსენებთ, რომ ტობი ალდერვაირელდს ბელგიის ნაკრებში დებიუტი 2009 წლის 29 მაისს ჰქონდა, ხოლო ბოლო შეხვედრა კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაატარა. 2023 წლის მარტში კი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. დღეს, 35 წლის უკანახაზელი ანტვერპენის ღირსებას იცავს.