ვილი სანიოლი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„თუ გეგმას შევასრულებთ, შედეგიც შესაბამისი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია

19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

მატჩამდე 1 დღით ადრე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სანიოლმა:

თბილისის მატჩი და დღევანდელი მდგომარეობა? დღეს განსხვავებული სიტუაციაა. ბევრი მდგომარეობა შეიცვალა, მათ შორის ფეხბურთელები, სატურნირო ცხრილი, ასევე ჩვენი მეტოქის თამაშის სტილიც. მაგრამ ახლა უფრო მოტივირებულები ვართ. მთავარია არაა მეტოქე, არამედ ჩვენი თამაშის ხარისხია. თუ ყველაფერს გეგმის მიხედვით შევასრულებთ, მაშინ შედეგიც შესაბამისი იქნება.

მენტალიტეტი და შემართება? მარტში პლეი-ოფისა და შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება უკვე კარგი მოგონებებია. ამაზე ფიქრი არაფერს მოგვცემს, გარდა გამოცდილებისა. როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მთავარი პერფომანსია და თუ კარგად ვითამაშებთ, დასახულ მიზანსაც მივაღწევთ.

ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთი ჩვენზე აგრესიული იყო, მაგრამ თბილისურ შეხვედრაში მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეუქმნია. ხვალ განსხვავებული მდგომარეობა იქნება, რადგან ჩეხეთში ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა. რაც წარსულში ჩეხეთთან თამაშებმა გვასწავლა, ორთაბრძოლებში უფრო აქტიურები და აგრესიულები უნდა ვიყოთ და ხვალინდელ მატჩში სწორედ ამას ველი.

რა თქმა უნდა, ბევრი ტაქტიკური გეგმა გვაქვს. ვეცდებით, რომ ყოველთვის ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. მეტოქისთვის მარტივი გუნდი არ ვართ და ყველასთვის უხერხულ მეტოქედ მოვიაზრებით, მათ შორის ისეთი დონის გუნდისთვის, როგორიც ჩეხეთია. ჩვენთან თამაში არც ერთ გუნდს არ მოსწონს.

ოქტომბერი ჩვენთვის რთული იყო. ჩვენ D ლიგიდან დავიწყეთ და ახლა აქ ვართ. წილისყრის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგოლე მომენტების შექმნის მხრივ, ჯგუფში საუკეთესო გუნდი ვართ.

ვილი სანიოლთან ერთად, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილიც წარსდგა.

ლუკა ლოჩოშვილი:

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები