ხვიჩა კვარაცხელია, ტომაშ ჰოლეში
Aa
Aa

„ვიდეოები ამოვჭერით და მისი თამაში შევისწავლეთ“ - ჩეხი ფეხბურთელი კვარაზე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ტომაშ ჰოლეშმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ტომაშ ჰომაში:

სოუჩეკის დანაკლისი? არ მახსოვს თამაში, სადაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გვყავს კარგი შემცვლელები და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თბილისში მარცხი? რა თქმა უნდა ეს მარცხი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ეს არ დაგვავიწყდება და ვითვალისწინებთ, რომ მთელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ და აქტიურად შევუტიოთ. ასევე, დაცვაშიც კარგად თამაში გვმართებს. საქართველოს ძლიერი შეტევა ჰყავს და ამასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

კაპიტნის პასუხისმგებლობა? ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და ამავდროულად, პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული სიტყვა მომზადებული არ მაქვს. ზოგადად, კაპიტანს ყოველთვის დასკვნითი სიტყვა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კაპიტანი მაინც გუნდთან ერთად არის და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვარაცხელია? ვიცით, რომ ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას პატივს ვცემთ. მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, თავს როგორ დავიცავთ. მისი თამაში შევისწავლეთ, ვიდეოები განვიხილეთ და თავდაცვის გეგმაც შევიმუშავეთ.

ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები