ივან ჰაშეკი
Aa
Aa

„თბილისის თამაში წარსულია, ახლა ყველაფერი განსხვავებული იქნება“ - ჩეხების პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშიკმა და ფეხბურთელმა, ტომაშ ჰოლეშმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ტომაშ ჰოლეში:

სოუჩეკის დანაკლისი? არ მახსოვს თამაში, სადაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გვყავს კარგი შემცვლელები და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თბილისში მარცხი? რა თქმა უნდა ეს მარცხი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ეს არ დაგვავიწყდება და ვითვალისწინებთ, რომ მთელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ და აქტიურად შევუტიოთ. ასევე, დაცვაშიც კარგად თამაში გვმართებს. საქართველოს ძლიერი შეტევა ჰყავს და ამასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

კაპიტნის პასუხისმგებლობა? ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და ამავდროულად, პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული სიტყვა მომზადებული არ მაქვს. ზოგადად, კაპიტანს ყოველთვის დასკვნითი სიტყვა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კაპიტანი მაინც გუნდთან ერთად არის და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვარაცხელია? ვიცით, რომ ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას პატივს ვცემთ. მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, თავს როგორ დავიცავთ. მისი თამაში შევისწავლეთ, ვიდეოები განვიხილეთ და თავდაცვის გეგმაც შევიმუშავეთ.

ივან ჰაშეკი:

კაპიტნის ალტერნატივა? საკმაოდ რთულია, რადგან სოუცეკს გუნდში სხვა როლი აქვს, მაგრამ მჯერა, რომ მას ჰომაში ღირსეულად შეცვლის.

რა შეიცვალა თბილისის თამაშის შემდეგ? საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა, ჩვენ კი პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ხვალ გამარჯვება ორივე გუნდს შეუძლია და ვინც მოიგებს, ის A ლიგაში გადავა. თბილისის თამაში წარსულია და ახლა გუნდს თამაში ბევრად გაუმჯობესებული აქვს. ახლა ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და რა თქმა უნდა, ველით, რომ უპირატესობაც ჩვენკენ იქნება.

საიდან ველოდებით საფრთხეებს? მიქაუტაძე, კვარაცხელია და დავითაშვილი, ისინი ძლიერი შემტევები არიან. დიდი დრო არ გვქონია მათი თამაშის განსახილველად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემმა ანალიტიკურმა გუნდმა საუკეთესოდ იმუშავა და ხვალინდელ შეხვედრაში სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გვაქვს.

პრობლემა იქნება თუ არა სოუჩეკის შეცვლა? რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია 4-5 მაღალი ფეხბურთელი გამოიყვანოს და სოუჩეკის აღნაგობის ფეხბურთელის პოვნა რთულია.

ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები