ივიცა ოლიჩი
Aa
Aa

მჯერა, საქართველოს დამარცხება შეგვიძლია | რა თქვა ოლიჩმა მატჩის წინ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 19 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს ხორვატიასთან რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, „მიხეილ მესხზე'' ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

საპასუხო თამაშამდე რამაზ სვანაძემ სტადიონ HNK რიეკაზე პრესკონფერენცია გამართა, თუმცა მანამდე ხორვატთა თავკაცის, ივიცა ოლიჩის პრესკონფერენცია იყო, მან ხორვატი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სამწუხაროდ, ინგლისურად არ უთარგმნიათ. პრესკონფერენციის შემდეგ ივიცა ოლიჩმა მკითხა ვიცოდი თუ არა რუსული, მე ვუპასუხე რომ კითხვის დასმა ინგლისურად მსურდა. ოლიჩმა ჩემს კითხვებს ხორვატულ ენაზე უპასუხა და მითხრეს, რომ პასუხებს ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნიდნენ. მალევე, ელექტრონულ ფოსტაზე ოლიჩის აღნიშნული კომენტარი მივიღე:

„საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემ, ეს პატივისცემა პირველ მატჩამდეც მქონდა, რადგან მათ ძალიან რთულ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, ეს ადვილი არ იყო. საქართველოს ნაკრებს ძლიერი მხარეები აქვს, ეს თბილისშიც აღვნიშნე, მაგრამ მჯერა ჩვენ შეგვიძლია მათ მოვუგოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საქართველოსთან კონკურენციაში შესვლა და გამარჯვება შეუძლიათ. ჩვენ დიდი ხარისხი გვაქვს და შეგვიძლია გადამწყვეტნი ვიყოთ. მჯერა, საქართველოს დამარცხება შეგვიძლია’’.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

დიმა შარიქაძე რიეკადან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ გეგმას შევასრულებთ, შედეგიც შესაბამისი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია
„თუ გეგმას შევასრულებთ, შედეგიც შესაბამისი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია