ტაბუცაძის ლელო World Rugby Awards 2024-ის ნომინანტთა შორისაა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ტაბუცაძის ლელო წლის საუკეთესოთა შორის დასახელდა.
WORLD RUGBY AWARDS 2024-ის ნომინანტთა შორის არიან აგრეთვე: ფრანგი ნოლან ლე გარეკი (ლელო ინგლისთან), ირლანდიელი ჯეიმს ლოუ (ლელო ინგლისთან), იტალიელი ლორენცო პანი (ლელო უელსთან).
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე.
ლელო ტაბუცაძემ ავსტრალიასთან ივლისში გამართულ მატჩში დადო. სამწუხაროდ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 17:20 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის რიგით მესამე ტესტ-მატჩი უკვე თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და ქართველი მორაგბეები ტონგას უმასპინძლებენ - შეხვედრა 24 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.