საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, სოსო ტყემალაძე
Aa
Aa

იოსებ ტყემალაძე: საამაყოა, როდესაც ტიერ1-ის გუნდს ასეთ თანაბარ ბრძოლას უმართავ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ იტალიასთან მატჩი შეაფასა. მან მორაგბეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ ურთულეს გუნდთან საოცარი თავგანწირვა აჩვენეს.

„მადლობა ბიჭებს თავგანწირული ბრძოლისთვის. მათგან ვიხილეთ საოცარი შემართება და თავგანწირვა ურთულეს გუნდთან, რომელიც ბოლო ორი წელია საუკეთესო თამაშს აჩვენებს და ტიერ1-ის ისეთი გუნდები დაამარცხა, როგორებიც ავსტრალია, უელსი და შოტლანდია არიან, ფრანგებს კი ფრედ ეთამაშა. ასეთი სამწუხარო შედეგის მიუხედავად, იტალიასთან თამაშმა ქართული რაგბის წინსვლა აჩვენა. ნამდვილად საამაყოა, როდესაც ტიერ1-ის ქვეყნის გუნდს მისსავე მოედანზე ასეთ თანაბარ ბრძოლას უმართავ. ვერ მოვიგეთ, მაგრამ იტალიას თავაწეულები ვტოვებთ და ველოდებით შემდეგ თამაშს”.

„მადლობა სამწვრთნელო ჯგუფს, რომელმაც გუნდი შესანიშნავად მოამზადა თამაშისთვის. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა ჩავრთოთ სარაგბო აქტივობებში, რათა ყველა პოზიციაზე მეტი კონკურენცია გვქონდეს. ასევე საჭიროა უფრო მეტ უმაღლესი დონის ტურნირებში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრებები და ქართული კლუბები. სხვაობა პირველ და მეორე ტაიმს შორის, სწორედ ასეთი თამაშების ნაკლებობითაა განპირობებული. ზუსტად ასეთი თამაშებისთვის საჭირო პროფესიონალიზმის ასაკრეფად გვჭირდება ისეთ ტურნირებში მონაწილეობა, როგორიც მაგალითად საკლუბო დონეზე URC-ია (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი). მჯერა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს”.

„მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დღეს საქართველოს საქომაგოდ მრავლად იყო “ლუიჯი ფერარის” სტადიონზე. მათ წარმოუდგენლად მაგარი ატმოსფერო შექმნეს, მთელი 80 წუთი საქართველოს სკანდირებდნენ და ჩვენს ბიჭებს ბოლომდე გვერდში ედგნენ. 24 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” კიდევ უფრო ბევრი შევიკრიბებით და ერთად ვუგულშემატკივრებთ ბორჯღალოსნებს 2024 წლის დასკვნით შეხვედრაში“.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის მეორე ტესტ-მატჩი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, იტალიის ეროვნულ გუნდთან გენუაში, „ლუიჯი ფერარირის“ სტადიონზე 17:20 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის რიგით მესამე ტესტ-მატჩი უკვე თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და ქართველი მორაგბეები ტონგას უმასპინძლებენ - შეხვედრა 24 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე ტაიმში ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ“ - კოკერილის შეფასება
„მეორე ტაიმში ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ“ - კოკერილის შეფასება