Liverpool.com: მამარდაშვილი აჩვენებს, რომ მომავლის უზარმაზარი ტალანტია
Liverpool.com-ი გიორგი მამარდაშვილზე წერს და საქართველო-უკრაინის მატჩში ქართველი მეკარის თამაშს აფასებს.
გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რას მოუტანს 37 მილიონ დოლარად შეფასებული ტრანსფერი „ლივერპულს“.
„გიორგი მამარდაშვილმა დამატებითი დროის მეორე წუთზე შესანიშნავი ორმაგი სეივი შეასრულა“. მისმა გმირობამ გუნდს ქულა მოუტანა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დატოვა“.
„ლივერპულს“ უკვე ჰყავს კელეჰერი და იაროში მეკარეთა რიგებში, მაგრამ მამარდაშვილი გუნდს კიდევ უფრო მეტ ხარისხს შემატებს, როგორც ალისონ ბეკერის სავარაუდო გრძელვადიანი მემკვიდრე. კელეჰერმა უკვე მკაფიოდ თქვა, რომ სურს, სადმე პირველი ნომერი იყოს – თანაც ირლანდიელ მეკარეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი წელიწად-ნახევარში ეწურება“.
„მამარდაშვილი აჩვენებს, რომ მომავლის უზარმაზარი ტალანტია. მისი დარტყმების შეჩერების უნარი ელიტურია და ის უკვე მომდევნო პერსპექტიული მეკარეა. ლოგიკურია ასეთი მოთამაშის აყვანა, მით უმეტეს, როცა კარგი მეკარეების პოვნა განსაკუთრებით რთულია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ბურთი საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვერკველიამ ჩაჭრა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, დასკვნით, მე-6 ტურში საქართველო ჩეხეთს, უკრაინა კი ალბანეთს ესტუმრება. ორივე მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.