„ვიცი, რომ ჯონსის დამარცხება შემიძლია“ | ტომ ასპინალი მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა მძიმე წონის მოქმედ ჩემპიონზე, ჯონ ჯონსზე ისაუბრა. ინგლისელ მებრძოლს სჯერა, რომ „ბოუნსის“ დამარცხება შეუძლია და იმედი აქვს, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსს მიიღებს.
„ჩემი და ჯონსის ჩხუბი მძიმე წონითი დივიზიონის ისტორიაში უდიდესი მოვლენა იქნება. თუ ჯონსს ეს ორთაბრძოლა არ აინტერესებს, არ ვიცი, სხვა რაღა უნდა გავაკეთოთ. ყველამ იცის, რომ ესაა ჩხუბი, რომელიც უნდა ჩაინიშნოს. MMA-ის გულშემატკივრებს ამ ორთაბრძოლის ნახვა უნდათ და მისი გამართვა UFC-საც სურს.
სტიპე მიოჩიჩთან გამართული ორთაბრძოლის შემდეგ, როცა ჯონსი ლაპარაკობდა, დენა უაითსა და ჰანტერ კემპბელს გავხედე. ორივე მათგანი შემომიტრიალდა და თვალი ჩამიკრა, რაც ნიშნავს, რომ რაღაც გრანდიოზული გეგმა აქვთ შემუშავებული.
რით გამოირჩა სტიპესთან? სისწრაფით. ბევრი რაღაცის თქმა არ მინდა. ჯონსი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ შანსებს ვხედავ და მომენტი მინდა, რათა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო. ვიცი, რომ ჯონსის დამარცხება შემიძლია“.
სხვათა შორის, UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „ბოუნსის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ასპინალი უნდა იყოს. თავად ჯონსი აცხადებს, რომ გამოცდილ ჩემპიონებთან სურს ჩხუბი და არა აღმასვლის გზაზე მყოფ მებრძოლებთან, რითაც მიგვანიშნებს, რომ ალექს პერეირასთან უნდა ძალების მოსინჯვა.