ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

იოკოჰამას ჩელენჯერი - ბასილაშვილმა დოდიჯი დაამარცხა და 1/8-ფინალშია

იოკოჰამას ჩელენჯერის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მატეი დოდიჯს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, სამ სეტში 6:4 2:6 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში, ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკით აგებდა, თუმცა ხორვატის ბოლო 2 ჩაწოდება მოიგო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში დოდიჯი აქტიურობდა და ბასილაშვილს 3 ბრეიკი შეუსრულა. დისაიდერში, მეორე და მესამე გეიმში მოთამაშეებმა ბრეიკები გაცვალეს და შემდეგ საკუთარ ჩაწოდებებზე დამაჯერებლად თამაშობდნენ.

იმ დროს, როდესაც ნიკოლოზის სასარგებლოდ ანგარიში 5:4 იყო, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და მატჩი მეტოქის ჩაწოდებაზე მოიგო.

შეგახსენებთ, რომ იოკოჰამას ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 82 000 დოლარი გახლავთ. ჩემპიონი კი 75 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს როგორ ვერ დაინახეს? ბასილაშვილს კობეს ჩელენჯერზე უსამართლოდ მოექცნენ
ეს როგორ ვერ დაინახეს? ბასილაშვილს კობეს ჩელენჯერზე უსამართლოდ მოექცნენ