ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

Il Mattino კვარას კონტრაქტზე: დე ლაურენტისი დაიღალა

აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებების მუდმივად გადავადებით უკმაყოფილოა.

როგორც Il Mattino წერს, „ნაპოლის“ პრეზიდენტს სურს, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მომდევნო შეხვედრას დაესწროს.

კლუბის სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა ცდილობს კომპრომისს მიაღწიოს, მაგრამ საკითხი ამ დრომდე გადაუწყვეტელია.

დე ლაურენტისი მკაფიო პასუხს ითხოვს და ჯუღელთან მომდევნო შეხვედრაზე საბოლოო პასუხს ელოდება. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ფეხბურთელს შემდეგ ზაფხულზე ტრანსფერზე დააყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ხვიჩას გუნდში შენარჩუნება სურს“, - წერს გამოცემა.

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები 8 მილიონ ევროს ითხოვენ. ნაპოლი, ბონუსების ჩათვლით, მაქსიმუმ 6 მილიონს ჩამოდის. მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემა გამოსასყიდი პუნქტია. ხვიჩას აგენტს სურს, დაბალი თანხა ჩაიწეროს, პარტენოპეის მიზანი რაც შეიძლება, მაღალი თანხის დაფიქსირებაა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: ბარსელონა მზად არის ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს
Il Mattino: ბარსელონა მზად არის ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს