ილია თოფურია
Aa
Aa

„მისმა ფრაზამ მოტივაცია მომცა“ | Moto GP-ის ჩემპიონი ილია თოფურიაზე

Moto GP-ის 2024 წლის სეზონის ჩემპიონი ხორხე მარტინი გახდა. ბარსელონაში გამართულ დასკვნით რბოლაზე, მან მესამე ადგილი დაიკავა და საბოლოო ჩათვლაში 508 ქულა დააგროვა, რითაც მეორე პოზიციაზე გასულ ფრანჩესკო ბანაიას 10 ქულით გაუსწრო.

მარტინს წარმატების მიღწევაში UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია დაეხმარა. როგორც ესპანელმა მოტომრბოლელმა განაცხადა, „ელ მატადორის“ ერთ-ერთმა ფრაზამ მას მოტივაცია მისცა და სწორი გზა დაანახა.

„ილია თოფურიასგან, რომელიც UFC-ის მებრძოლი და ჩემპიონია, გავიგე ფრაზა, რომელმაც მოტივაცია მომცა. მან თქვა: „ჩემპიონობა ვარჯიშებზე მოვიპოვე“. ჩვენს ენაზე, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ რბოლას ოქროს მედლისკენ მიჰყავხარ. ყველაზე მთავარია ის სამუშაო, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გავწიეთ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. „ელ მატადორს“ კარიერაში 16 ორთაბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ილიამ საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით დაისაკუთრა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინელებთან შეხვედრამდე - თოკოს მაგარი მატჩი სერია A-ში
ფინელებთან შეხვედრამდე - თოკოს მაგარი მატჩი სერია A-ში