ლოპესი და ვოლკანოვსკი UFC 312-ზე იჩხუბებენ
CBS News-ის და Yahoo Sport-ის ინგლისელი ჟურნალისტი, რუბენ კარტერი წერს, რომ დიეგო ლოპესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC 312-ზე იჩხუბებენ, რომელიც 9 თებერვალს, ავსტრალიაში გაიმართება.
კარტერის ინფორმაციით, ბრაზილიელმა და ავსტრალიელმა მებრძოლებმა კონტრაქტი უკვე გააფორმეს.
BREAKING NEWS ????
— Rueben Carter ???? (@realruebenking) November 17, 2024
Alexander Volkanovski vs Diego Lopes is officially signed for #UFC312 in Sydney Australia ???????? pic.twitter.com/OJxyUT136S
შეგახსენებთ, რომ 35 წლის „ვოლკის“ ბოლო ბრძოლა თებერვალში, UFC 298-ზე, ილია თოფურიასთან ჰქონდა. ქართველმა მებრძოლმა ის მეორე რაუნდში დაანოკაუტა. კარიერის განმავლობაში ავსტრალიელის ანგარიშზე 26 გამარჯვება და 4 მარცხია.
რაც შეეხება 29 წლის ლოპესს, მას ბოლო ბრძოლა სექტემბერში ჰქონდა - UFC 306-ზე მან ბრაიან ორტეგა დაამარცხა. მას კარიერაში 26 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.