ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პრობლემა ხელფასი არაა“ | Rai-ის ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე

RAI-ის ჟურნალისტმა, ჩირო ვენერატომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა. ცნობილმა ჟურნალისტმა დაასახელა მთავარი პრობლემა, რომლის გამოც, „ნაპოლი“ და ქართველი ფეხბურთელის აგენტები საერთო ენას ვერ პოულობენ.

„კვარაცხელიას წარმომადგენლები 8 მილიონ ევროს ითხოვენ. ნაპოლი, ბონუსების ჩათვლით, მაქსიმუმ 6 მილიონს ჩამოდის. მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემა გამოსასყიდი პუნქტია. ხვიჩას აგენტს სურს, დაბალი თანხა ჩაიწეროს, პარტენოპეის მიზანი რაც შეიძლება, მაღალი თანხის დაფიქსირებაა.

კვარაცხელიას წარმომადგენლები გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვენ, ნაპოლი - მინიმუმ 100 მილიონს. ვის აქვს ქართველი ფეხბურთელის გაფორმების რესურსი? პრემიერ ლიგის ბევრ კლუბს დავალიანება აქვს. კარგ მდგომარეობაში არც პარი სენ-ჟერმენია, მაგრამ შეუძლია, 70-80 მილიონი გაიღოს.

კვარას აგენტი კატალონიაში იყო ჩასული. ბარსელონას ორ თამაშს დაესწრო და ბლაუგრანას ხელმძღვანელებთან ერთად ყავა მიირთვა, რა დროსაც ჰკითხა, მისი კლიენტით დაინტერესებული ხომ არ იყვნენ. ბარსამ უპასუხა, რომ მარცხენა გარემარბს ეძებს. კვარაცხელია გრძნობს, რომ ნაპოლის დატოვებასთან ახლოსაა. იგი გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ივნისში წავა“.

ცნობისთვის, ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის, ლუკა მარკეტის თქმით, მამუკა ჯუღელი 80 მილიონი ევროს ჩაწერას ტყუილად არ ითხოვს. „ბარსელონას“ ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ „ბლაუგრანა“ სწორედ ამდენის დახარჯვაზეა თანახმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
არველაძემ „რეალს“ გაუტანა - ლეგენდების მატჩი ამსტერდამში
არველაძემ „რეალს“ გაუტანა - ლეგენდების მატჩი ამსტერდამში