სტეფ კარი, ჯეიმს ჰარდენი, რეი ალენი
Aa
Aa

მეორე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | ჯეიმს ჰარდენის ისტორიული საღამო

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია „იუტა ჯაზთან“ დაასრულა. „კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 116:105 იმარჯვა.

„იუტასთან“ მატჩში, ლოს ანჯელესელთა სუპერვარსკვლავმა, ჯეიმს ჰარდენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. „წვერამ“ კარიერაში 2974-ე სამქულიანი ჩააგდო და მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამქულიანების რაოდენობით რეი ალენს გადაუსწრო (2973). ჰარდენზე მეტი სამიანი მხოლოდ სტეფ კარის ანგარიშზეა - 3779.

„NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე თავდაჯერებული კალათბურთელი ვარ, მაგრამ ალბათ, სტეფს ვერ დავეწევი. არ მგონია, ეს ვინმემ მოახერხოს. მას ძალიან, ძალიან მაგარი სროლა აქვს“, - განაცხადა ჰარდენმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ისტორიული შედეგის გარდა, „წვერას“ ორმაგი დუბლიც ჰქონდა - 20 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. ივიცა ზუბაცმა 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო ნორმან პაუელმა 19 ქულა დააგროვა. „იუტას“ მხრიდან 21 ქულით ჯორდან კლარკსონი გამოირჩა, ლაური მარკანენმა 18 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა.

ცნობისთვის, „კლიპერსს“ 7 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 გახლავთ. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავენ და „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი პირველი ტაიმის შემდეგ - დასანანი მარცხი იტალიასთან
კარგი პირველი ტაიმის შემდეგ - დასანანი მარცხი იტალიასთან