საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

არადამაჯერებელი მოგება საშიშ ბორჯღალოსნებთან - იტალიელები კმაყოფილები არ არიან

პრინციპულ მეტოქესთან, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან (20:17) მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, აპენინური სპორტული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა იტალიის ეროვნულ გუნდს აკრიტიკებს. ბუნებრივია, „სკუადრა აძურას“ არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ დამაჯერებელი მოგება და ბათუმში ორი წლის წინ განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება სურდა, თუმცა კინაღამ თავად დარჩნენ დამარცხებულები. სწორედ ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული Gazzetta Dello Sport-ში გამოქვეყნებულ სტატიაში

რას წერენ მატჩზე

მატჩში, რომელსაც ჩვენთვის შოკისმომგვრელი დასაწყისი ჰქონდა, იტალიის ნაკრებმა გამარჯვება ურთულეს ბრძოლაში მოიპოვა, დამტკიცებით კი ბევრი ვერაფერი დაამტკიცა. მეტსაც გეტყვით, უმეტესობას ეჭვები და კითხვის ნიშნები გაუჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაქრა ის გუნდი, რომელმაც ექვს ერზე გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა?

გამორჩეული, მრავალმხრივი მორაგბის, დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობის ხარჯზე საქართველოს ნაკრები ყველასთვის ისეთივე საშიში მეტოქე იქნება, როგორიც დღეს იტალიისთვის იყო. სტუმართა ორივე ლელო სწორედ „ლიონის“ ქართველი ლეგიონერის დამსახურებაა, რომლის შეჩერებაც იოლი არავისთვის იყო.

საბოლოოდ, იტალიის ნაკრებმა ალბათ გამოცდილებისა და მოწინააღმდეგისთვის წვრილ-წვრილი ჯარიმების აკიდების ხარჯზე გაიმარჯვა. ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ გვაშინებს - წინ უძლიერეს ახალ ზელანდიასთან მატჩია.

შეგახსენებთ, რომ ქართველებთან შეხვედრამდე, ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იტალიის ნაკრები არგენტინელებთან (18:50) დამარცხდა. 24 ნოემბერს კი შემოდგომის სერიას ისინი „ოლ ბლექსთან“ დაპირისპირებით დაასრულებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეორე ტაიმში ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ“ - კოკერილის შეფასება
„მეორე ტაიმში ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ“ - კოკერილის შეფასება