იანიკ სინერი
Aa
Aa

სეტის წაუგებლად - სინერმა შემაჯამებელი მოიგო

იანიკ სინერი 2024 წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 23 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ის რეიტინგის ლიდერია, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში, 6:4, 6:4 მოუგო.

შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სინერს არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და ექვსიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება ფრიცს, მის ანგარიშზე რვა ეისი, ორი ორმაგი შეცდომა და ერთი გამომუშავებული ბრეიკ-პოინტია. წლის შემაჯამებელი ტურნირი 10-17 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ეს ტიტული სინერმა კარიერაში პირველად მოიგო. გამარჯვებასთან ახალგაზრდა იტალიელი შარშანაც ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

მოპოვებული გამარჯვებით სინერმა 4,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 2024 წელს რიგით მერვე ტიტული მოიგო. ტურინში გამართულ წლის შემაჯამებელ შეჯიბრებაში აპენინელმა ორჯერ ფრიცი, თითოჯერ კი ალექს დე მინორი, დანილ მედვედევი და კასპერ რუუდი დაამარცხა. ის პირველი ჩოგბურთელია ბოლო 38 წლის მანძილზე, რომელმაც შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო  - უკანასკნელად ეს 1986 წელს ივან ლენდლის ჰქონდა გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიეგო ფორლანმა პროფესიონალურ ჩოგბურთში სადებიუტო თამაში წააგო
დიეგო ფორლანმა პროფესიონალურ ჩოგბურთში სადებიუტო თამაში წააგო