რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

„მეორე ტაიმში ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ“ - კოკერილის შეფასება

იტალიის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი დაამარცხა, მაგრამ სრულფასოვანი რევანში მაინც ვერ აიღო და თუ 2022 წელს ბორჯღალოსნებმა მათ 9-ქულიანი სხვაობით აჯობეს, „აძურამ“ დღეს მხოლოდ 3 ქულით გაიმარჯვა (20:17). მეტსაც გეტყვით, ქართველ მორაგბეებს იმის 20 პროცენტი მაინც რომ ეჩვენებინათ, რა ხარისხის რაგბიც შესვენებამდე ითამაშეს, შესაძლოა სულ სხვა შედეგი დამდგარიყო.

სწორედ ამაზე ამახვილებდნენ მსოფლიოს სპორტული პრესის გამოცემები ყურადღებას მატჩის დასრულების შემდეგ და უკმაყოფილება საკუთარი შეგირდების ასპარეზობით, მიუხედავად დაფიქსირებული შედეგისა, არც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს გამოუთქვამს.

რიჩარდ კოკერილი

იქიდან გამომდინარე, რომ სადავეების ხელში აღებისა და მატჩში გარდატეხის შეტანის რამდენიმე დიდებული შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს წაგება კანონზომიერი იყო.

თუმცა, მარცხის მიუხედავად, თამაშში ბევრი პოზიტივის დანახვა შეიძლებოდა. მგონი ყველამ შეამჩნია, რომ როდესაც მსგავსი დონის შეხვედრებში თამაშის საშუალება გვეძლევა, სულ სხვა, თავდადებულ საქართველოს ნაკრებს უცქერთ.

რა იყო წარუმატებლობის მიზეზი? ალბათ ის, რომ რა კომპონენტებშიც ძლიერები პირველ ნახევარში ვიყავით, მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი გამოგვივიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები განვითარების გზას ადგას და მის ღირსებას უნიჭიერესი მორაგბეები იცავენ.

ნოემბრის რიგით მესამე ტესტ-მატჩი უკვე თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და ქართველი მორაგბეები ტონგას უმასპინძლებენ - შეხვედრა 24 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ ვერაფერს ვამბობთ“ - მაისაშვილი შარიქაძის არყოფნაზე
„ჯერ ვერაფერს ვამბობთ“ - მაისაშვილი შარიქაძის არყოფნაზე