ჩეხეთის ნაკრები
Aa
Aa

დანაკლისი საქართველოსთან მატჩში - ჩეხებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ბოლო ტურში ოლომოუცში გასამართი შეხვედრა მათთვის შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ნერვები მაინც ვერ მოთოკეს და ალბანელებთან მატჩში გაფრთხილებები მიიღეს. შესაბამისად, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო, 19 ნოემბერს მათ მთავარ მწვრთნელ ივან ჰაშეკს ტომაშ სოუჩეკისა და ტომაშ ჩორის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ჩორის ნაცვლად ეროვნული გუნდის დამრიგებელმა პრაღის „სლავიას“ 25 წლის ფორვარდს მოიმირ ჩიტილს უხმო, რომელსაც ნაკრებში ბოლოს ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა ნათამაშები. სამშაბათს კი ის მისთვის მშობლიურ არენაზე ითამაშებს, რადგან ჩიტილის კარიერა წლების წინ, სწორედ ოლომოუცის კლუბ „სიგმაში“ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის მიუხედავად, როგორც ჩორიმ, ასეე სოუჩეკმა სანაკრებო შეკრება არ დატოვეს და გადაწყვიტეს თანაგუნდელებთან ერთად ბოლომდე დარჩნენ. ჩეხეთი - საქართველოს შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ალბანეთი-ჩეხეთის მატჩში | საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ფრე ალბანეთი-ჩეხეთის მატჩში | საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა