რონალდო პრეზიდენტად, გუარდიოლა მწვრთნელად - ახალი ამბები ბრაზილიიდან
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო 2026 წელს ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. Diario Sport-ის ცნობით, „კიჭა“ ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები პეპ გუარდიოლამ უნდა ჩაიბაროს და მთავარ მიზნად სელესაოსთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება დაისახოს.
კონფედერაციის ამჟამად ედნალდო როდრიგესი ხელმძღვანელობს, რომლის მუშაობაც ბოლო პერიოდში არანაირად არ შეიძლება დადებითად შეფასდეს, რადგან პენტაკამპეონები დამაჯერებელი თამაშით არ გამოირჩევიან და ჯერჯერობით არც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური არ მოუპოვებიათ.
რაც შეეხება გუარდიოლას, „მანჩესტერ სიტისთან“ მომავალ ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, მაგრამ კლუბში არსებული ბოლოდროინდელი კრიზისული ვითარების გამო, გაქცევას არ აპირებს.
რამდენად შეძლებს რონალდო ჯერ გაპრეზიდენტებას, ხოლო შემდეგ ბრაზილიაში წასვლაზე პეპის დაყოლიებას, რომელთან ერთადაც „ბარსელონაში“ 1996-1997 წლებში თამაშობდა, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.