ივიცა ოლიჩი
Aa
Aa

დამარცხებულები და თავდაჯერებულები - ხორვატებისთვის გავარდნა არ განიხილება

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება რომ გააკეთა, ყველასთვის ცნობილია. მისი თქმით, აჩვენეს, რომ უკეთესი გუნდი ჰყავთ და ფინალურ ეტაპზე აუცილებლად ისინი გავლენ.

როგორც ჩანს, ოლიჩის ოპტიმიზმი ხორვატული სპორტული პრესისთვის გადამდები აღმოჩნდა და ქართველებთან საპასუხო შეხვედრის წინ, მათი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩენას არცკი განიხილავენ. ცნობილ ვებ-გვერდ Sportske-ზე გამოქვეყნებულ წერილში პირველი თამაში ასე იყო გაანალიზებული.

რას წერენ ხორვატიის შანსებზე

ივიცა ოლიჩს ფეხბურთელობის დროსაც თავდაჯერებულობა ახასიათებდა და ამიტომაც გახდა უმაღლესი კლასის ფორვარდი. მისი სიტყვები საჭიროც არ იყო და ჩვენც გვჯერა, რომ სლოვაკეთის საგზურს არა ქართველები, არამედ ჩვენი ქვეყნის გუნდი მოიპოვებს.

მატჩამდე ვვარაუდობდით, რომ უფრო ხარისხიანი ფეხბურთელები ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდნენ. ამის თქმის საფუძველს კი ამ ორი გუნდის შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულებებში არსებული საგრძნობი სხვაობა იყო - 52 მილიონი 15 მილიონის წინააღმდეგ. რაც მოედანზე ვიხილეთ, აშკარაა, რომ უბრალოდ არ გაგვიმართლა და მეკარემაც გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელები დააღალატა, თორემ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ რიეკაში ხორვატია-საქართველოს შეხვედრა სამშაბათს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული კი ევროპის 2025 წლის პირველობის საგზურს მიიღებს, რომელსაც 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდულს ეროვნულზე რთული მატჩი ელის - ცეცაძე სანაკრებო ამბებზე
ახალგაზრდულს ეროვნულზე რთული მატჩი ელის - ცეცაძე სანაკრებო ამბებზე