საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ოქრო გუნდურ შეჯიბრებაში - ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონები არიან

გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინის ნაკრების (4:3) დამარცხებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი მოიგო. ჩვენი გუნდის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი აკაკი ჯაფარიძემ შეიტანა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან წინასწარ გათვალისწინებულ შეხვედრაში მეტოქეს აჯობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაპირისპირება 3:3 დასრულდა, დამატებითი ერთი ბრძოლა დაინიშნა, რომელიც კენჭისყრის შედეგად ისევ ჯაფარიძეს მოუწია და ის მეორე შემთხვევაშიც უბადლო გახლდათ.

მთავარი გმირის გარდა, თავისი შეხვედრები ირაკლი დემეტრაშვილმა და გიორგი ლოლაძემაც მოიგო, ნინო პაპიძემ, ნინო ლომაძემ და ეთერ ასკილაშვილმა კი სამწუხაროდ მოწინააღმდეგეებს ვერ აჯობეს. გადამწყვეტ შეხვედრამდე ჩვენი ქვეყნის გუნდმა რუმინეთსა და გერმანიას აჯობა.

გუნდური შეჯიბრის გარდა, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჩათვლაშიც წარმატებული გამოდგა - ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს და ჩემპიონები ირაკლი დემეტრაშვილი, კოტე კაპანაძე და გიორგი ტერაშვილი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
22 წამში მოგებული ფინალი | ტერაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია
22 წამში მოგებული ფინალი | ტერაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია