საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე - მზადება ფინელებთან მატჩებისთვის

21 და 24 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის III-IV ტურის მატჩებს სტუმრად და შინ ფინელებთან ჩაატარებს. მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით გუნდი ჰელსინკიში ხვალ გაემგზავრება, იქამდე კი დღეს თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარეს.

უკვე ცნობილია, რომ ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები, „ლეიმა კორუნიასა“ და „ლა ლაგუნა ტენერიფეს“ კალათბურთელები, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ნაკრებს ადგილზე შეუერთდებიან. რაც შეეხება კაპიტანს თორნიკე შენგელიას, მას ფინელებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, „ვირტუსის“ რიგებში „ფენერბაჰჩესთან“ ევროლიგის მატჩის გამართვა უწევს, რის გამოც ნაკრებს ზუსტად შეხვედრის დღეს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ჯიკიჩის მომზადებულმა საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ციკლი წარუმატებლად დაიწყო და ჯერ სტუმრადა დანიელებთან 6-ქულიანი სხვაობით, 69:75 დამარცხდა, ხოლო შემდეგ თბილისში სერბებთან 13-ქულიანი სხვაობით, 63:76 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 17 ქულა - ვირტუსის მე-8 მარცხი
შენგელიას 17 ქულა - ვირტუსის მე-8 მარცხი