ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

იაშვილი: „საქართველოს უკრაინისთვის ასე არასოდეს უჯობნია“

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს უკრაინის ეროვნულ გუნდთან ისტორიაში უკვე 11 მატჩის გამართვა მოუწია და ჯერჯერობით მეტოქე არ დაუმარცხებია - 4 ფრე, 7 წაგება. ბუნებრივია, მსგავსი ცუდი სტატისტიკა ქართველ ფეხბურთელებს მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთანაც კი არ აქვთ და იყო იმედი იმისა, რომ ეს წარუმატებელი სვლა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შეწყდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ შეხვედრაში „ჯვაროსნებმა“ ვერ მოიგეს, მათი თამაშის ხარისხი ნამდვილად კარგი იყო, რაზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა.

რას ამბობს იაშვილი

არ მგონია, რომ ძლიერ წვიმას მოედნის საფარზე ისეთი გავლენა მოეხდინა, რომ ამას ფეხბურთელებისთვის თამაშში ხელი შეეშალა. ალბათ ყველას გახსოვთ, რა მოუვიდა გლაზგოს სტადიონის საფარს შოტლანდია - საქართველოს მატჩის დროს და მაშინდელთან შედარებით, ბათუმის არენამ ნალექს ღირსეულად გაუძლო.

რაც შეეხება თამაშებს, წარსულსა და ისტორიას ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, საქართველოს უკრაინისთვის თამაშით ისე არასოდეს უჯობნია, როგორც ეს ბათუმში გუშინ გააკეთა. წინ ჩეხეთთან ფინალის ტოლფასი მატჩი გველის და კიდევ უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელების კარში გატანილი გოლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში 15 ბურთი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში სწორედ ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მენტალიტეტი ვაჩვენეთ - მიქაუტაძის გოლი და მამარდას გმირობა
მენტალიტეტი ვაჩვენეთ - მიქაუტაძის გოლი და მამარდას გმირობა