არტიომ დოვბიკი
Aa
Aa

„საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია“ - დოვბიკი მიწასთან გაასწორეს

უკრაინის ნაკრების მიერ ბათუმში აღებულ ქულას იქაური სპორტული მედია დადებითად შეხვდა. სერგეი რებროვის შეგირდები თავდადებული ბრძოლისთვის ასევე შეაქეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მოქმედმა მწვრთნელებმაც. თუმცა, არტიომ დოვბიკის ასპარეზობით კმაყოფილი არავინ არ დარჩენილა. „რომას“ ფორვარდი განსაკუთრებით იაროსლავ ვიშნიაკმა გააკრიტიკა და მას ნაკრებისთვის უსარგებლო მოთამაშე უწოდა.

რას ამბობს დოვბიკზე

ყველამ ძალიან კარგად ითამაშა და ერთადერთი, რომელიც გუნდიდან მოწყვეტილი ჩანდა, არტიომ დოვბიკი იყო. მას არაჩვეულებრივი მომენტი შეექმნა, მაგრამ როდესაც ასეთ ეპიზოდს გოლად ვერ აქცევს, იმ თავდამსხმელს საერთოდ რაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია?

მისი გაკრიტიკება მხოლოდ საგოლე შანსების დაბალი რეალიზაციის გამო არ ხდება, ის ძალიან სუსტი გახლდათ ორთაბრძოლებში და როდესაც ტემპის დასაგდებად და ამოსუნთქვის უკრაინის ნაკრებისთვის ბურთი უნდა შეენარჩუნებინა, მეტოქეების წინააღმდეგ უსუსტესი ჩანდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დოვბიკი „ჟირონაში“ ასპარეზობისას ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა წელს შედარებით სუსტად გამოიყურება და „რომას“ რიგებში ჩატარებულ 15 სეზონში 6 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინული მედია: “ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა“
უკრაინული მედია: “ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა“