ლეილა პერეირა: “ნეიმარი? ჩვენ სამედიცინო განყოფილება არ ვართ“
ნეიმარის ირგვლივ პრობლემები არ მთავრდება. 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი დაბრუნდა, მაგრამ კვლავ ტრავმა მიიღო და მოედანზე მინიმუმ 1 თვე ვერ გავა.
სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის თავდამსხმელი შესაძლოა სამშობლოში, კონკრეტულად კი პალმეირასში დაბრუნდეს, თუმცა ბრაზილიური გუნდის პრეზიდენტმა ყველაფერი გამორიცხა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ლეილა პერეირას ინტერვიუს გვთავაზობს.
პერეირა:
„ნეიმარი პალმეირასს არ შეუერთდება. ეს კლუბი სამედიცინო განყოფილება არ არის. მე მინდა ვინმე, ვინც გადმოვა და ხვალვე შეძლებს ფეხბურთის თამაშს. გუნდში ვერ მივიღებ ისეთ ფეხბურთელს, რომელიც სათამაშოდ მზად არ არის.“
????⚠️ Palmeiras president Leila: “Neymar will not join Palmeiras, this club isn’t a medical department”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 17, 2024
“I want someone who will come to join immediately, who can play tomorrow if the manager wishes”.
“I won’t accept us signing a player who’s unfit to play”. pic.twitter.com/RKQ12sC97O
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან დღემდე, ნეიმარმა ალ ჰილალის მაისური ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 7-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით სანტოსიც ინტერესდება. ნეიმარს ალ ჰილალთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება.